www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მრჩეველი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, Kassbohrer-ს, CFMOTO-ს, Tucano Urbano, Akrapovic, KYMCO-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 90-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს;

შპს ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩეველის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (მეტყველება, კორესპონდენცია);
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების მიღება და მათი საჭიროებების დადგენა;
** მომსახურებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა და ფასების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** ნაწილების რეალიზაცია;
** მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
** შესრულებული სამუშაოების დასრულების შესახებ, მომხმარებლების ინფორმირება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივნისისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ სერვისის მრჩეველი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |