www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-end დეველოპერი
მომწოდებელი: TBC Net
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

"TBC Net" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც აერთიანებს შემდეგ ციფრულ პლატფორმებს: Livo, Vendoo, Swoop, Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, გუნდისთვის ეძებს, Front-end (react) დეველოპერს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 09:00-დან 12:00-საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული დიზაინის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა დიზაინის გუნდთან.
** ვებ დიზაინერის მიერ მოწოდებული დიზაინის შესაბამისი მარკაპის აწყობა.
** ბექისგან მოწოდებული მონაცემების დამუშავება და მოცემული დავალების შესაბამისი ლოგიკის იმპლემენტაცია React JS-ის გამოყენებით.
** საძიებო სისტემებისთვის გვერდის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა.
** არსებული გვერდების გაუმჯობესება, საჭიროების შემთხვევაში ახალ ტექნოლოგიაზე გადაწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** HTML5, CSS3, SCSS/SASS მუშაობის გამოცდილება
** Javascript (ajax)- ის საფუძვლიანი ცოდნა
** React JS (jsx)-ის საფუძვლიანი ცოდნა
** Adobe XD-სთან მუშაობის გამოცდილება
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: GIT

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს შემდეგი კვალიფიკაციებით:

** SEO ოპტიმიზაციის პრინციპები
** სასურველია Agile ორგანიზაციული სტრუქტურით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია Typescript - ზე მუშაობის გამოცდილება

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@tbcnet.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |