www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების სპეციალისტის (იურისტის) პოზიციაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილებაში დასაქმებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დეპარტამენტის მიზნების და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა და სხვა დავალებების შესრულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ეროვნული ბანკის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ეროვნული ბანკის კომპეტენციის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ეროვნული ბანკის სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტების შემუშავება;
** ეროვნულ ბანკში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და პროცედურების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის და გამოქვეყნებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
** სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვა უწყებებიდან განსახილველად შემოსულ კანონპროექტებსა და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებზე;
** საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში ჩართულობა.
** ეროვნული ბანკის გარკვეული სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი ხასიათის განმარტებების გაცემა საფინანსო სექტორის წარმომადგენლების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენლების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისაგან შემოსული წერილების და განცხადებების განხილვა და პასუხების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
** მუშაობის გამოცდილება: სპეციალობით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამართალშემოქმედების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება);
** საკანონმდებლო ბაზა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის და ფინანსური მომსახურებების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Word, MS Outlook, MS Powerpoint - კარგად;
** უცხო ენები: ინგლისური ენა - C1.

კომპეტენციები:

** სამართლებრივი აქტების პროექტების, წერილების, ანგარიშების, დასკვნების მომზადების უნარი;
** კრიტიკული აზროვნება;
** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა;
** იდეების დასაბუთება, დარწმუნება;
** მოლაპარაკებების წარმართვა;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტურობა;
** გუნდური მუშაობა;
** ცოდნა ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკის და საზოგადოებრივი სარგებელის შესახებ.

ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად (3000-3800 ლარი (დარიცხული).

კონკურსის ფორმა:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** კონკურსი შეიძლება მოიცავდეს წერითი დავალების ან/და პრეზენტაციის წარდგენას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 1 ივნისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურისტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკურსი ტარდება "საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის" შესაბამისად: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4594540?publication=0



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |