www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MBG შრომის უსაფრთხოება
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"MBG Safety" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.

"MBG შრომის უსაფრთხოება (MBG Safety)" წარმოადგენს MBG ჯგუფის წევრ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ყველა ეკონომიკურ სფეროში. ამჟამად ემბიჯი სეიფთი მთელი ქვეყნის მასშტაბით 450-ზე მეტ კომპანიასთან პარტნიორობს.

თუკი გსურთ ერთად შევქმნათ შრომის უსაფრთხოების ახალი კულტურა საქართველოში, მაშინ გელით ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Word-ისა და Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესება.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კონკურენტული ანაზღაურება;
** სტანდარტული გრაფიკი;
** მეგობრული გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: safety@mb.ge. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი - "გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი" ან "გაყიდვების მენეჯერი - თბილისი."

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მართვის მოწმობა და ჰყავთ საკუთარი ავტომობილი.

"MBG Safety" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |