www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: Caucas Transport Solutions
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"Caucas Transport Solutions - CTS" არის გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში, ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან და აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. "Caucas Transport Solutions - CTS" ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო გადაზიდვებს და ლოჯისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებ გვერდზე: http://www.ctsco.ge

"Caucas Transport Solutions - CTS " აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ფუნქცია და მოვალეობები:

** გაყიდვების ჯგუფის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შეფასება.
** გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება და ჯგუფში დანერგვა;
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების გამოვლენა და დაინტერესება
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და პრეზენტაციების ჩატარება; პროდუქტების შეთავაზება;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კავშირი, მათთვის სიახლეების გაცნობა და სერვისის შეთავაზება;
** კომპანიისთვის საინტერესო, ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** კონკურენტი კომპანიების მუშაობის სტრატეგიის შესწავლა და ანალიზი;
** მენეჯმენტისათვის გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
** როგორც პირადი, ისე ჯგუფის ჯამური გაყიდვების გეგმის შესრულება ყოველთვიურად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS OFFICE);
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ლოჯისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Jobs@ctsco.ge

აუცილებელია საგნობრივ ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |