შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის თანამდებობაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით
მოთხოვნები:
** სარელაქსაციო მასაჟის ცოდნა;
** ანტიცელულიტური მასაჟის ცოდნა;
** სამედიცინო მასაჟის ცოდნა;
** ანტისტრესული მასაჟის ცოდნა;
** შოკოლადი/სკრაბით მასაჟის ცოდნა;
** ქართული ტრადიციული ე .წ. ქისა მასაჟის ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მასაჟის შესწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრიტიკული სიტუაციის მენეჯმენტი, შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი;
** პაციენტებთან ურთიერთობისა და მათი ნდობის მოპოვების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა/კოლეგიალობა;
** სამუშაო სივრცის მოწესრიგება/დასუფთავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.