www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: აპარტ შოურუმი
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სარემონტო-დიზაინერული კომპანია შპს "აპარტ შოურუმი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი;
სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00-მდე, კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოლაპარაკებების წარმოება;
** სამუშაო გეგმის შედგენა და დროში გაწერა;
** პროექტისთვის საჭირო მასალების შესყიდვის კოორდინირება;
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმის, ნახაზის შესწავლა/ანალიზი;
** სამუშაოთა მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა;
** პროექტის განხორციელების პროცესში საჭირო საბუთების წარმოების და შესაბამისი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ყოველკვირეული გეგმის გაწერა და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** რამდენიმე საქმის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე - office@apartshowroom.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |