www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კაფე-ბარი გრაფიკა
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

კაფე ბარი "გრაფიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და მაგიდამდე მიცილება.
** სტუმრისგან შეკვეთის დროული მიღება და შემდეგ მისი მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
** ჩეკების მომზადება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

პირობები:

** ანაზღაურება: 800 ლარი ფიქსირებული, ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა.
** კაფე ბარი უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას და ტრანსპორტირებას საღამოს საათებში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@grafikatbilisi.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |