www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ბრენდის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კონკრეტული ბრენდების მიხედვით:
** ბაზრის კვლევა (კონკურენტები, ფასები და ა.შ.);
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება, ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
** მაღაზიათა ქსელის პერსონალის ინფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება და გაცნობა, პროდუქტების შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** პროდუქციის ვიზუალური სტენდების შექმნა და წარმოჩენა მაღაზიათა ქსელებში;
** გაყიდვების გეგმის შედგენა, ანალიზი, მონიტორინგი და სტიმულირება;
** პრომოაქციების დაგეგმვა და მართვა;
** რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Photoshop, Internet );
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2-დონე).

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბრენდის განვითარების მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |