www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი
მომწოდებელი: აპარტ შოურუმი
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

სარემონტო-დიზაინერული კომპანია შპს "აპარტ შოურუმი" აცხადებს ვაკანსიას სარემონტო სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტებზე არსებული სამუშაო ეტაპების განსაზღვრა;
** ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი;
** პროექტისთვის საჭირო მასალის შესყიდვის დროული ორგანიზება;
** პროექტის შესრულების ვადების განსაზღვრა და დადგენილ გრაფიკთან შესაბამისობაში მოყვანა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ყოველკვირეული გეგმის გაწერა და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** რამდენიმე საქმის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00-მდე, კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით
მისამართი: თბილისი, ა.მაჭავარიანის 10/12.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით ელექტრონულ მისამართზე - office@apartshowroom.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |