"უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
დეპარტამენტი: სასაწყობე მეურნეობა
ადგილმდებარეობა: საგარეჯო რაიონი სოფელ სათაფლეს მიმდებარე
ძირითადი მოვალეობები:
** განათავსოს და აღრიცხოს საწყობში მიღებული მარაგი;
** გასცეს მარაგი დოკუმენტის საფუძველზე;
** აკონტროლოს მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგის ხარისხი და რაოდენობა;
** მოაწესრიგოს და ეფექტურად გამოიყენოს სასაწყობო სივრცე;
** აწარმოოს და აკონტროლოს საწყობში მიღების და გაცემის შესაბამისი დოკუმენტაცია;
** აკონტროლოს სასაწყობო ნაშთები და მასთან დაკავშირებული პროცედურები;
** ყოველდღიურად აღწეროს მატერიალური მარაგი და რეპორტის სახით მიაწოდოს ინფორმაცია სასაწყობე მეურნეობის მენეჯერს;
** აღმოაჩინოს საწყობში არსებული დანაკლისები და მოახსენოს ხელმძღვანელს;
** უზრუნველყოს სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
** ყოველდღიურად აღრიცხოს და მიაწოდოს ინფორმაცია მოსავლის შესახებ გაყიდვების დეპარტამენტს;
** უზრუნველყოს გაყიდული მოსავლის დროულად გაცემა დისტრიბუციისთვის
** საჭიროებისამებრ, აწარმოოს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დოკუმენტები;
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
საჭირო უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე hr@udabno.com