www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, მძღოლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი, მსუბუქი ავტომობილი (სასურველია ტოიოტა პრიუსი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბინაზე გამოძახებისას, ფლებოტომისტების ტრანსპორტირება მითითებულ მისამართზე;
** რეგიონალური/ადგილობრივი ფილიალებიდან, პარტნიორი ლაბორატორიებიდან მასალების, გზავნილის, დოკუმენტების ტრანსპორტირება;
** სხვადასხვა ლოგისტიკური სამუშაოების შესრულება (ნივთების გადმოტვირთვა, საწყობში განთავსება, ბინულში წყლის შევსება, და სხვ)
** კლინიკის ცენტრალური შესასვლელის გაღება და დაკეტვა შესაბამისად სამუშაო საათების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** მოწესრიგებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |