www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების და ასევე ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა.
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
** გაყიდვების სრულად ორგანიზება;
** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (გაყიდვების სფეროში);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 800-1200 ლარი (ფიქსირებული, ზრდის პერსპექტივით) + პრემია + მოქნილი საბონუსე სისტემა.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |