www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დოკუმენტაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"EGT Georgia" უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.
ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დოკუმენტაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული და ახალი პროდუქციის შესახებ ტექნიკური სახელმძღვანელოების მომზადება/თარგმნა, ოპტიმიზაცია და მათი ვერსიების კონტროლი;
** არსებული და ახალი ინსტრუქციების/გაიდლაინების მომზადება/თარგმნა, ოპტიმიზაცია და მათი ვერსიების კონტროლი;
** არსებული და ახალი პროცედურების შესახებ სახელმძღვანელოების მომზადება/თარგმნა, ოპტიმიზაცია და მათი ვერსიების კონტროლი;
** სხვადასხვა სახის ტრენინგისთვის საჭირო მასალების მომზადება;
** სხვადასხვა სახის პრეზენტაციების მომზადება;
** დოკუმენტაციისთვის განკუთვნილ შიდა მოხმარების პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსება და მუდმივი განახლება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება ტექნიკურ ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
** 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** MS Word-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@egt-bg.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური დოკუმენტაციის სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |