www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხელოსნების მომსახურე მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ხელოსნების მომსახურე მენეჯერის პოზიციაზე ქ.მარნეულში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელოსნების მომსახურება წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით და მათი ინფორმირება ყველა სახის სიახლეზე თუ არსებულ საბონუსე სისტემაზე, ფასდაკლებებზე და ა.შ;
** ხელოსნებთან პერიოდულად შეხვედრების და ტრენინგების ჩატარება, ექსკლუზიური ბრენდების პოპულარიზაცია, ხელოსნების დაინტერესება არსებული წარმოებით და სიახლეების მიწოდება;
** ხელოსნებისთვის ქეშბექის და ადგილზე მომსახურების სტანდარტების გაცნობა, მათი ინფორმირებულობა, რათა შეძლონ ადგილზე ხარისხიანი მომსახურების მიღება;
** მეგაცენტრებში მოქმედი პროცესების, სერვისების და აქციების შესახებ ხელოსნების ინფორმირება;
** მეგაცენტრებში მოსულ ახალ ხელოსნებთან შეთავაზების გაკეთება, პირობების განმარტება, ხელშეკრულების გაფორმება და კონტრაგენტებად დარეგისტრირება;
** მეგაცენტრის გარეთ ხელოსნების მოძიება და მათთვის შეთავაზებების გაკეთება;
** ხელოსნების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა და მიმდინარე შესრულების კონტროლი, ხელმძღვანელის დროული ინფორმირება გეგმის მოსალოდნელი შეუსრულებლობის შესახებ და შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა;
** ხელოსნების სურვილების, რეკომენდაციების ჩანიშვნა და უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 2 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ხელოსნების მომსახურე მენეჯერი მარნეული".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |