www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი "სასტუმროების პროექტების მართვის" კომპანია, რომელიც აერთიანებს 9 მიმდინარე პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტ სასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას;
** საერთაშორისო ასპარეზზე, ხაზი გავუსვათ საქართველოს მდიდარ ბუნებასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას.

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს - "დიალოგ კოხტა აპარტს"-ს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

134 ნომრიან, ახალაშენებულ აპარტსასტუმრო "დიალოგ კოხტა აპარტს"-ში ვეძებთ მიმტანს.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელის თბილი და ღიმილიანი დახვედრა;
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის სერვისერება/დალაგება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
** აპარტსასტუმროს დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება.

სასურველი უნარები და თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო საათები: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
** ბაკურიანში ყოფნისას, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, ბინაში განთავსებასა და კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ;
** სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანმაშრომლის განვითარებაზე.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.

ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |