კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას, კონკურენტებთან მიმართებაში, განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.
კომპანია "მადარტი" მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში!
ანაზღაურება: 350 ლარი
მდებარეობა: თბილისი (ბელიაშვილის 145)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
სტაჟირების პროცესში საშუალება გექნებათ, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება:
** HR ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** შერჩევის პროცესში ჩართულობა;
** თანამშრომელთა სამუშაო აღრიცხვის ცხრილების შემოწმება;
** სხვადასხვა HR პროცესში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, შრომის და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS office პროგრამების ცოდნა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა აქტიურ ვაკანსიას ქვემოთ მითითებულ ლინკზე: https://jobs.ge/?view=client&client=madart
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge.
კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!