www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარმენის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დარწმუნდეს, რომ ბარი გაწყობილია სტუმრების მისაღებად და რომ დამატებითი ჭურჭელი მარაგშია;
** შეკვეთის აღების შემდეგ დარწმუნდეს, რომ შეკვეთა მირთმეულია სწრაფად და ზუსტად სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
** გააკონტროლოს შეკვეთილი და მიღებული მარაგი;
** საჭიროების შემთხვევაში შეძლოს კოლეგების ჩანაცვლება;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@hi-tbilisi.com. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |