www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თიბისი კონცეპტი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"თიბისი კონცეპტის" კაფე აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის/მრეცხავის პოზიციაზე

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია. მულტიფუნქციური სივრცე რამდენიმე ქვესივრცეებად იყოფა ესენია საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.
კაფეში სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული მენიუს დაგემოვნებას, დასვენებასა და ბიზნეს შეხვდერების ორგანიზებას.

სამუშაოს მიზანი: ამ პოზიციის ფარგლებში სტიუარდმა უნდა შეასრულოს დღიური პროცედურები სერვისის სტანდარტების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს სამზარელოს ტერიტორია სამუშაოს დაწყებამდე.
** გარეცხოს და დაახარისხოს ჭურჭელი.
** გაწმინდოს სამზარეულოს ტექნიკა და დანადგარები.
** რეგულარულად დაასუფთაოს სამზარეულოს იატაკი, ტრაპები, გამწოვები და სხვა ზედაპირები.
** რეგულარულად გაიტანოს ნაგავი.
** აკონტროლოს საჭირო ხსნარების, ტილოებისა და ინვენტარის მარაგები.
** ჩაატაროს გენერალური დასუფთავება ყოველკვირეულად.
** გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მუდმივად მოწესრიგებულ უნიფორმას.
** ვალდებულია კეთილსინდისიერად და ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მეილზე vacancy@tbcconcept.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი კონცეპტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი კონცეპტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |