სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს აღწერა:
** უზრუნველყოს შეკვეთილი ტვირთის მიღება, გადათვლა, დახარისხება, შტრიხკოდების დაკვრა და მიზნობრივად გადაცემა დასაწყობებისთვის;
** უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება და გადამოწმება;
** შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ;
** უზრუნველყოს წუნდებული პროდუქციის დახარისხება, განცალკევებულად დალაგება და აღრიცხვა, სათანადო პირობებით შენახვა;
** მონაწილეობა მიიღოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
** წარმოების პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების გამოვლენა და მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
** დაიცვას მომსახურების სტანდარტები;
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება სასურველია საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ძალიან კარგად;
** სასურველია Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება.
სასურველი უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 2 ივლისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწყობის მიმღების ოპერატორი".