www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: მშენჯგუფი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სამშენებლო კომპანია შპს "მშენჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

კომპანია წარმატებით ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო პროექტებს თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
** სატენდერო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, დეფექტური აქტის შედგენა;
** სამუშაოების ვადების განსაზღვრა
** ფორმა 2-ების, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** ხარჯების, სახელფასო უწყისების, შესასყიდი მასალების რელევანტურობის კონტროლი;
** შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, აგრეთვე, შესაბამის დამკვეთთან წარდგენა;
** სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებელი ვადების შესაბამისობის კონტროლი;
** გახარჯული სამშენებლო მასალის და ინვენტარის კონტროლი და დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
** შესასყიდი მასალების მოთხოვნების შესაბამისობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ გაფორმებული ფორმა 2-ისა და შესყიდული მასალის რეესტრის გათვალისწინებით, დასრულებულ ობიექტებზე შეძენილი მასალების ჩამოწერა, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და ფინანსური სამსახურისთვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო/საინჟინრო სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: annsarjveladze@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხარჯთაღმრიცხველი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |