www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტოპარკის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.
ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებული და მოტივირებული არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

თუ გსურთ გახდეთ "EGT Georgia"-ს გუნდის წევრი, გაეცანით ვაკანტურ პოზიციას ავტოპარკის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

** სამუშაოს ადგილი: თბილისი, საბურთალო.
** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, (09:00-18:00).

ძირითადი ფუნქცია -მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების სათანადო / გამართულ მდგომარეობაში უზრუნველყოფა;
** აუცილებელი ტექნიკური დახმარების გაწევა მძღოლი-თანამშრომლებისათვის გზაზე პრობლემების ან რაიმე სადაზღვევო შემთხვევის დროს, განსაკუთრებით ავარიის შემთხვევაში;
** ვალდებულია ინახავდეს ჩანაწერებს კომპანიის ყველა მანქანის რემონტის შესახებ და ამ ინფორმაციას აწვდიდეს უშუალო ხელმძღვანელს.
** აკონტროლებდეს სარემონტო ხარჯებს / ბიუჯეტს, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეძენას (საჭიროების შემთხვევაში) და კოორდინაციას უწევდეს ყველა ხარჯს უშუალო ხელმძღვანელთან.
** აკონტროლებდეს და იღებდეს უშუალო მონაწილეობას საოფისე ინვენტარის სარემონტო, სამონტაჟო, სამუშაოების შესრულებაში.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა) სავალდებულოა;
** მეთოდოლოგიური და საკანონმდებლო-მარეგულირებელი მასალების ცოდნა, რომელიც ეხება სადაზღვევო შემთხვევებს, შინაგან საქმეთა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;
** მსუბუქი ავტომობილების დანიშნულების და ძირითადი ტექნიკური და საოპერაციო მახასიათებლების ცოდნა;
** საოფისე ტექნიკის და საოფისე პროგრამების Microsoft Office (Word, Excel) ცოდნა;
** საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ეთიკის ცოდნა;
** გუნდში მუშაობის უნარი, ასევე პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა და მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
** პრობლემების გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სამუშაო დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი;
** ყურადღება დეტალებისადმი და პასუხისმგებლობა;
** პატიოსნება, მიუკერძოებლობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ტრენინგებისა და მივლინებების გზით;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career.georgia@egt-bg.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ავტოპარკის უმცროსი სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |