www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სილქ როუდ ენჯინიარინგ
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "სილქ როუდ ენჯინიარინგ"- ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა (მაღაზია "სმარტი"-ს მოპირდაპირე მხარეს).
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 8:00 - 17:00 სთ.
ანაზღაურება: 800 ლარი

CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 ივნისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის დაცლა, მიღება და დასაწყობება
** პროდუქციის დალაგების უზრუნველყოფა
** რეალიზაციის შემდგომ მომხმარებლისთვის გაყიდული საქონლის გაცემა.
** საჭიროებისამებრ, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფად ადაპტირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: NG@farmarea.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია:

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"- ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

აგრო ჰოლდინგი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც აგრო ჰოლდინგისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა აგრო ჰოლდინგში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც კომპანიაში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |