სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე ქ.თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის დათვლა და ჩაბარება;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 34 93 30.