სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi stadium"), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ სასტუმროში, საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს.
იგი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 40 საათი
გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები
** სტუმრისათვის მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის დროულად მიღება;
** სტუმრების დროული და თავაზიანი მომსახურება;
** სამუშაო ადგილის სუფთა მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** აქტიური
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** გუნდური მოთამაშე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე HA1L2-hr@accor.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.