შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში
კომპანია "ჯითექსი" დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სმენა: 10:00-18:30 სთ, 13:00-22:00 სთ.
ხელფასი: 600 ლარი (NET) ფიქსირებული + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
** სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
** უზრუნველყოს საქონლის საკმარისი რაოდენობით არსებობა დარბაზში;
** უზრუნველყოს მაღაზიასა და საწყობში არსებული საქონლის სისუფთავე და სავაჭრო სახის შენარჩუნება;
** უზრუნველყოს საწყობში საქონლის დალაგება კოდებისა და ზომების მიხედვით;
** გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს;
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას.
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** Fitpass მომსახურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge.
ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი".
წარმატებებს გისურვებთ!