"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის (პედიატრიის დეპარტამენტი) პოზიციაზე.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.ahtbilisi.com
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქციები:
** უზრუნველყოს ექიმის დახმარება ადმინისტრაციული საკითხებისა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით
** კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება
** ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაში მუშაობა უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში
** კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება
** ექიმის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება
** სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება
** პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად
** პაციენტის ისტორიის შევსება ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
** ექიმის მითითებით პაციენტებთან კომუნიკაცია (სატელეფონო, ელექტრონული, ინტერპერსონალური)
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მედიცინის/საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ჯანდაცვის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Word, Excel, Outlook)
** სერვისის სტანდარტების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
პიროვნული უნარები:
** კეთილგანწყობა და თავაზიანობა
** ემპათიურობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.