"ქლიქ ივენთსი" რამდენიმე წელია ოპერირებს ბაზარზე როგორც ფართო პროფილიანი ივენთ კომპანია. გუნდში ვეძებთ ღონისძიების ასისტენტს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებში ჩვენს გამოცდილ გუნდის წვერებთან ერთად.
ძირითადი საქმიანობა იქნება:
** ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა - ღონისძიების კოორდინატორებთან ერთად დაგეგმვის ყველა ეტაპზე კომპეტენციების/საჭიროების მიხედვით ჩართულობა;
** პრე-სამუშაოების ორგანიზება, ღონისძიების გამართულად მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ჩართულ მხარეებთან/მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესასრულებელი სამუშაოს და ვადების გაცნობა;
** ორგანიზაციული საკითხების/ადმინისტრაციული ნაწილის მართვა, კერძოდ, ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებების ფორმირება, ინვოისების, ელ.წერილების მართვა);
** მომხმარებლების ბაზის ფორმირება და განახლება;
** ღონისძიებამდე და მის მიმდინარეობისას სხვადასხვა მომსახურების მომწოდებლების მიერ შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგი;
** კომპანიის არსებული საღონისძიებო ინვენტარის მარაგების აღრიცხვა/მოვლა/მონიტორინგი;
** ღონისძიების იდეების/კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** პრეზენტაციების აწყობა.
უნარები და გამოცდილება, რაც საჭიროა ამ პოზიციისთვის:
** ღონისძიებების მართვის ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ინტერესიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ენერგიული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ლოიალური კომპანიის და მომხმარებლების მიმართ.
სამუშაო პირობები:
ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ, ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს.
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: სტანდარტულად ორშაბათი-პარასკევი, თუმცა ღონისძიებების დღეებიდან გამომდინარე, მოხდება მოქნილი გრაფიკის შეთავსება
** ანაზღაურება: 800 ლარი
** პოზიციის დინამიკური სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, სასურველია საკუთარი ავტომობილის და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხდება საჭირო საწვავის ხარჯის უზრუნველყოფა)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნონ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: clickeventsgeorgia@gmail.com