საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორის საქართველოში აცხადებს ვაკანსიას თბილისში მძღოლის თანამდებობაზე.
პირობები:
** ანაზღაურება 800-1000 ლარი
** სამუშაო განაკვეთი - სრული
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის გამოცდილება (B კატეგორია)
** ასევე განიხილება C კატეგორია
** გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდურობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
** განახორციელოს, შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით.
** მიიღოს მონაწილეობა უშუალო დისტრიბუციის პროცესში.
** აკონტროლოს ავტომობილის ტექნიკური მხარე და გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ჯგუფს.
** გააკონტროლოს საწვავის წვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.