"ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას IT ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს სასტუმროს სისტემის შეუფერხებელი მუშაობა (ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად).
** სასტუმროში არსებული სისტემების (პროგრამული უზრუნველყოფა/ტექნიკა) სათანადო დაცულობის უზრუნველყოფა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების დარეგისტრირება/შემოწმება;
** მომსახურების მხარდაჭერა და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ფრონტ ოფისის სისტემები
** სატელეფონო სისტემები
** გაყიდვების სისტემები
** Back Office სისტემები
** სერვერები და პერსონალური კომპიუტერები/ლეპტოპები
** ლოკალური და ფართო ზონის ქსელები
** ვიდეო სისტემები
** ციფრული ნიშნების სისტემები
** პრინტერები და სხვა მსგავსი მოწყობილობები
მოთხოვნები:
** სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველი გამოცდილება: უკაბელო ქსელები, ქსელის გადამრთველები, WAN/LAN // firewall და VPN აპლიკაციები (შესაბამისი Microsoft ქსელის ადმინისტრატორის სერტიფიკატები: MCSA ან MCSE)
** გამოცდილება სასტუმროსთან დაკავშირებულ შემდეგ აპლიკაციებთან და სისტემებთან: Opera PMS | Micros pos / Keycard
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის, ტელეფონისა და ხმოვანი ფოსტის სისტემის ინსტალაციის ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღება და კარგი ორგანიზაციული უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** პერსონალის კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.მისამართზე: viktoria.boisa@accor.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 6 ივლისი, 2022 წ