სს "სილქ როუდ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში საკრედიტო დეპარტამენტის ბიზნეს სესხების განყოფილების საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** ბიზნესის ობიექტის მონაცემების შეგროვება-დამუშავება, ფინანსური ანალიზის გაკეთება;
** საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემა;
** მიმდინარე პორტფელის მომსახურება და მონიტორინგი
** პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა.
განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს "სილქ როუდ ბანკმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს "სილქ როუდ ბანკის" ბაზაში 1 წლის ვადით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივლისი.
გისურვებთ წარმატებებს!