www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო გუდაური მარკო პოლო
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

სასტუმრო "მარკო პოლო გუდაური" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებისთვის დახმარების გაწევა და კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
** სტუმრებისთვის ეფექტური მიღება-განთავსება-გაწერის პროცედურის უზრუნველყოფა;
** სტუმრისგან უკუკავშირის მიღება და ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისთვის მიწოდება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დემონსტრირება;
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ფლობა და გაცემა ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას;
** სასტუმროს სისტემაში (ოპერაში) მუშაობა;
** სტუმრებთან პირდაპირი და სატელეფონო კომუნიკაცია;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
** უზრუნველყოს სასტუმროს პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** სასტუმროს მართვის სისტემაში (Opera Hotel Managment System-თან) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა.

ჩვენ გპირდებით:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
** სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - გუდაური;
** ანაზღაურება კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით;
** სრული სამუშაო განაკვეთი (ცვლებში მუშაობა);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr@marcopolo.ge და ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |