www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: 8 საათი, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
** თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია IVMS პროგრამაში გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |