www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი დეპო
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

რესტორანი "დეპო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ: კომპანია დეპო დაარსდა 2021 წელს; რესტორანი დეპო გაიხსნა 2022 წლის თებერვალში და მალევე მოიპოვა აღიარება.

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება, გვესაჭიროება ახალი ენერგიული გუნდის წევრები. თუ გსურს, რომ დაიწყო მუშაობა სწრაფად მზარდ კომპანიაში და გქონდეს განვითარების შესაძლებლობა სერვისის სფეროში, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დროის სწორად განაწილება;

ბენეფიტები:

** საღამოს ცვლის ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
** სურვილის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს "ფიტპასით" მომსახურებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, შალვა ღამბაშიძის 10.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: Depo.Tbilisi@gmail.com; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია "მიმტანი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |