"ვივო მედიქალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას #1
გრაფიკი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი
ანაზღაურება: პირველი სამი თვე 500 ლარი, შემდეგ 600 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
** სატელეფონო და წერილობითი კონსულტაცია მომხმარებლებთან;
** პაციენტების ექიმებთან ვიზიტების ჩანიშვნა კალენდარში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** უცხო ენა საკომუნიკაციო დონეზე - ინგლისური/რუსული;
** საოფისე პროგრამები - საბაზისო დონეზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.