www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო ტექნიკის ფილტრების, ნაწილების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CPS Georgia
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"CPS Georgia" წარმოადგენს მძიმე სამშენებლო სპეც. ტექნიკის, ფილტრების და ნაწილების მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანიის სადისტრიბუციო პორტფელი შეადგენს ისეთ პრემიუმ ბრენდებს როგორებიცაა: DONALDSON, USCO ITR, PARKER, TEREX, WOLF OIL.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ტექნიკის ფილტრებისა და ნაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 5 ან 6 დღიანი სამუშაო კვირა
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი

ანაზღაურება: 900-1200 ლარის ფარგლებში გამოცდილების მიხედვით, სამომავლო ზრდის პერსპექტივით.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით (პრიორიტეტულია, გამოცდილება ავტონაწილების და მძიმე სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში);
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

სამუშაოს აღწერა:

** არსებული მომხმარებლების მომსახურება
** ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება და შენარჩუნება
** გაყიდვების პროცესის და დოკუმენტების მართვა
** პროდუქციის შესახებ მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** შეკვეთების მიღება დამუშავება, შეთავაზებების გაკეთება და მონიტორინგი.
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი და შესყიდვების განაცხადების გაკეთება.
** გუნდის სხვა წევრებთან ერთად მუშაობა.

უნარები:

** სიახლეების მიღების და შესწავლის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმის გადანაწილების, ორგანიზების უნარი და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: info@cpsge.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |