მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ექიმის თანამდებობაზე ბავშვთა ნევროლოგიის განყოფილებაში.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი ბავშვთა ნევროლოგიაში;
** ბავშვთა ნევროლოგიის განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** ნევროლოგიური პაციენტების მართვა;
** სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 15.07.2022-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge.
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.