www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ძაღლების მომვლელი
მომწოდებელი: Dog’s Paradise
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "Dogs Paradise" არის კერძო დაწესებულება, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ძაღლების სასტუმრო, ძაღლების ბაღი და ძაღლების სკოლა.

სასტუმროს სერვისი გულისხმობს ძაღლის ერთი ან რამდენიმე დღით დატოვებას. ძაღლების ბაღის სერვისი გულისხმობს კვირაში 3 დღით ძაღლის დატოვებას, მის სოციალიზაციასა და გასართობი აქტივობებით დატვირთვას. ძაღლების სკოლა მოიცავს წვრთნის, საგამოფენო მზადებისა და ქცევის კორექციის სერვისს.

Dog`s Paradise აცხადებს ვაკანსიას ძაღლების მომვლელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გრაფიკის მიხედვით ძაღლების კვება
** თითოეული ძაღლის მეთვალყურეობა ტერიტორიაზე
** ძაღლების მოწესრიგება, ჰიგიენური ნორმების დაცვა
** გრაფიკის მიხედვით ძაღლების მიღება-დაბინავება და შემდგომ მათი გამგზავრება
** საჭიროების შემთხვევაში ძაღლების დაბანა-დავარცხნა
** ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებები საჭიროებისამებრ

აუცილებელი მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ენერგიულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ძაღლების მიმართ სიყვარული და მზრუნველობის უნარი
** ძაღლებთან ურთიერთობის გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** ცვლები (საჭიროებისამებრ შედგება ცხრილი)
** ადგილმდებარეობა: სამგორის რაიონი, ლუკა რაზიკაშვილის ქუჩა
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 50 ლარი დღეში
** გამოსაცდელი ვადა: 30 კალენდარული დღე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Dogsparadisetbilisi@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |