www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ბი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

კომპანია ბი ჯგუფი 2017 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენიმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.

ბი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო გატარებების წარმოება
** საბუღალტრო ბაზის გადამოწმება, გატარებების სისწორის კონტროლი
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია
** ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** დაქვემდებარებული ბუღალტრების შესრულებული დავალებების მონიტორინგი და მათზე საქმის გადანაწილება
** სხვადასხვა შიდა რეპორტების მომზადება
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ ბუღალტერია)
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება; დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ბუღალტრული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (ORIS/ FINA)
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი

ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ლვოვის 95
სამუშაო საათები: 09:30 - 17:30 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი

ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 14 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@begroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |