შპს "მზამზარეული" არის მზა კვებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს. ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქსელურ თუ არაქსელურ სუპერმარკეტებში. შპს "მზამზარეული" (https://www.mzamzareuli.com/) აწარმოებს ხორცპროდუქტებს, მზა კერძებს, სალათებს, ხორცის ნახევარფაბრიკატებს, ცომეულის ნახევარფაბრიკატებს, ასევე გამომცხვარ პროდუქტებს. კომპანია არის სწრაფად მზარდი.
შპს "მზამზარეულის" აცხადებს ვაკანსიას სერტიფიცირებული მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქსანი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ინვენტარის სამუშაო პროცესისთვის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება და საჭიროებისამებრ მენიუს განახლება;
** გაწერილი მენიუს საწარმოებლად აუცილებელი ნედლეულის მარაგების გადამოწმება;
** საჭიროების შემთხვევაში ნედლეულის შეკვეთის განსაზღვრა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** კერძების მომზადება კალკულაციების და რეცეპტურის სრული დაცვით;
** კერძის მომზადების შემდეგ დეგუსტაცია და საჭიროებისამებრ დაკორექტირდება;
** კერძის გაცემა თანამშრომლებისთვის;
** ცივი და ცხელი კერძების პოზიციების მიხედვით რეცეპტურის დაცვით შეზავება;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის (ელექტრო დანადგარები) დასუფთავება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);
დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სერტიფიცირებული მზარეული (აუცილებელი მოთხოვნა);
** განათლება - სასურველია კულინარიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა და ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში 2022 წლის 15 ივლისის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი CV კომპანიის ელ. ფოსტაზე: info@mzamzareuli.com და სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
ტელ.: 595089767
გისურვებთ წარმატებებს!