www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-დან 18:00-მდე (შაბათი -კვირა დასვენება);
ანაზღაურება: 1500 ლარიდან. ანაზღაურების ზრდა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სავალდებულოა, უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება;
** ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** მათი ანალიზი;
** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი;
** ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტის მენეჯერთან რეპორტინგი;
** ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
** იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ორგანიზება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალურობი;
** ორგანიზებულობი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |