www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: coinmania.ge
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

Coinmania.ge არის ვებგვერდი და ელექტრონული საფულე კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და გადარიცხვისთვის.
ჩვენი გუნდი ეძებს ახალ წევრებს მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამსახურებრივი მოვალეობა:

მომხმარებლის მხრიდან შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი ელექტრონული საფულის ფუნქციონალურ, ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შემდეგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით:

** ონლაინ ჩატი
** ტელეფონი
** ელფოსტა

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება

უპირატესობა მიენიჭება მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

სამუშაო გრაფიკი ორ ცვლაში:

საღამოს ცვლა 16:00 - 24:00 საათი - ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება
ან
ღამის ცვლა 24:00 - 09:00 საათი - ყოველი მესამე ღამე

ხელფასი თითოეულ ცვლაში: ხელზე მისაღები 800 ლარი
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, ფიტპასის ბარათი.

თუ დაინტერესდებით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე veriko@coinmania.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |