www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტალანტების შერჩევისა და განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალბეთი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს 2011 წელს დაარსდა და წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში.
2018 წლიდან კრისტალბეთი მსოფლიოში უმსხვილესი მულტინაციონალური ჰოლდინგური კომპანიის Entain, ყოფილი GVC ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია და საქართველოში ექსკლუზიურ უფლებას ფლობს უმსხვილესი საერთაშორისო ჰოლდინგის პორტფოლიოში არსებული პროდუქტები რამდენიმემილიონიანი ჯეკპოტებით შესთავაზოს მომხმარებელს.

ექსკლუზიური, სრულყოფილი, დაცული ონლაინ სათამაშო პორტალი http://www.crystalbet.com მომხმარებელს თამაშის საუკეთესო გამოცდილებას და მომსახურების მხოლოდ მაღალ სტანდარტს სთავაზობს.

კრისტალბეთი მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ტალანტების შერჩევისა და განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე და შეგატყობინოთ უწყვეტ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ, სტაბილურ კომპანიაში დასაქმების უნიკალური შანსის შესახებ.

კომპანიის თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ გარემოს, საინტერესო, გამოწვევებით სავსე სამუშაოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს, მაღალ, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს:

** სამედიცინო დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო პაკეტი;
** FitPass;
** კვება.

მოვალეობები:

** კომპანიაში ტალანტების მოზიდვის და მათი განვითარების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება/დანერგვა;
** კვალიფიციური ადამიანური რესურსის/ტალანტების იდენტიფიცირების, დაინტერესების და მოზიდვის უზრუნველყოფა;
** მათი განვითარების, ჩართულობისა და შენარჩუნების სისტემატიზირებული პროცესის შექმნა-მართვა;
** დამსაქმებლის ბრენდინგ სტრატეგიის შემუშავება და როგორც ბრენდის შექმნა-ფორმირების უზრუნველყოფა;
** დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით:
** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
** სასწავლო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა;
** საჭიროების შემთხვევაში, საუკეთესო, "ვარსკვლავი" პროფესიონალის მოსაზიდად Headhunting-ის გამოყენება;
** ტალანტების მოზიდვის არსებული საშუალებების/არხების ანალიზი და ახლის მოძიება-დანერგვა
** (მაგ. სოციალური მედიის ინსტრუმენტების მეტად აქტიურად გამოყენება რეკრუტინგ პროცესების მართვისას);
** ვაკანსიის გავრცელების ყველაზე ეფექტიანი გზების იდენტიფიცირება ვაკანტური პოზიციის სპეციფიკის შესაბამისად;
** რეგიონებში არსებული ფილიალებისთვის სპეციფიკების გათვალისწინებით შესაბამისი ტალანტების მოზიდვის ინსტრუმენტების ცოდნა;
** ტალანტების შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა
** (ვაკანსიის ტექსტის შექმნა-გამოცხადებიდან Onboarding-ის და შემდგომი პროცესების მონიტორინგის ჩათვლით);
** კომპანიის შიგნით ტალანტების აღმოჩენა და მათ განვითარების პროგრამების შემუშავება-დანერგვა;
** განვითარებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ტრენინგის ინიცირება, დაგეგმვა, ჩატარება ან/და ჩატარების ორგანიზება;
** კომპანიაში ე.წ. საკადრო რეზერვის შექმნა, გაფართოება, განახლების უზრუნველყოფა;
** სამუშაო აღწერილობების შექმნა-განახლება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის შექმნა-ფორმირება და დანერგვა;
** სამოტივაციო სისტემის შემუშავებასა და შესაბამისი აქტივობების პერიოდულად დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა;
** შიდა კორპორატიული კულტურისა და ჯანსაღი არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა;
** ანგარიშგება და მოთხოვნისამებრ რეპორტების წარმოება HR და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსთან და კომპანიის მენეჯმენტთან;
** შრომის ბაზრის პერმანენტული მონიტორინგი და ანალიზი;
** HR სფეროში არსებული უახლესი ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა-ცოდნა.

მოთხოვნები და პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ფსიქოლოგიის ან/და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტალანტების მოზიდვისა და განვითარების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული სასურველი;
** აუცილებელია თანამშრომლების მართვის და განვითარების გამოცდილება;
** მაღალი მოტივაცია, თვითორგანიზებულობა, პროაქტიულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის საუკეთესო უნარები;
** ძლიერი ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
** ცნობისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული და სიახლეებისადმი გახსნილი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2022 წლის 10 ივლისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |