"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში, იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის ვაკანსიას.
ჩვენ გთავაზობთ:
** მხოლოდ 6 საათიან სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურება 500 ლარი + ბონუსები
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის პროდუქტის მახასიათებლების გაცნობა და პროდუქტის შეთავაზება;
** პროდუქციის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობის განხორციელება (პროდუქციის დემონსტრირება და სხვა);
** არსებული აქციების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
** პროდუქციის განლაგება სტანდარტების შესაბამისად;
** შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@ge.kaercher.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!