www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: BD Property
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

დეველოპერული კომპანია "BD Property" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცრის პოზიციაზე პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "თბილისი გარდენს".

http://tbilisigardens.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** დაცვის ოფიცრებისთვის განკუთვნილი კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა;
** სხვადასხვა დარღვევათა დროული აღმოჩენა და მათზე რეაგირება;
** ტერიტორიაზე ვიზიტორების კონტროლი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება;
** საგუშაგოზე ქცევის წესებისა და სუბორდინაციის დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამსახურებთან დაკავშირება (მაგალითად: პატრული, სახანძრო და ა.შ) დროული რეაგირებისთვის.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა კანდიდატს გავლილი ჰქონდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი (მოძრავი - დღე 09:00-21:00 (12 საათი), მომდევნო ღამე 21:00-09:00 (12 საათი) შემდეგ 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 750 ლარი ხელზე ასაღები
სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა
მისამართი: ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა # 10, "თბილისი გარდენსის" მთავარი შენობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@tbilisigardens.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |