www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მაქს კომფორტი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "მაქს კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

საქმიანობა: გათბობა-კონდიცირება, ცხელი წყლის სისტემების იმპორტი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** გაყიდული ნივთის გატარება და ფასის შემოწმება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა;
** საგარანტიოს გამოწერა;
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
** მაღაზიაში პირველადი დოკუმენტების შემოწმება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (ბალანსი, C1, MS Word, Excel, Outlook, Internet);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური, პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური, თავაზიანი
** სიახლის სწრაფად ათვისება და თვითგანვითარების უნარი;
** სასიამოვნო გარეგნობა და დადებითი პიროვნული თვისებები;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 600 ლარი (გამოსაცდელ ვადაში)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 კვირაში 6 დღე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@maxcomfort.ge
ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |