www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას: გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-18:00
ანაზღაურება: I თვე - 1000 ლარი; II თვიდან ანაზღაურების ზრდა 1200 ლარიდან განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად;

მოვალეობები:

** დიზაინის შექმნა;
** სარეკლამო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების წარმოება;
** ფაილის საბეჭდად მომზადება-კორექტირება;
** Facebook პოსტების დიზაინის მომზადება;

მოთხოვნები:

** Adobe photoshop (აუცილებელი მოთხოვნა);
** Corel;
** Adobe acrobat;
** Adobe illustrator;
** Adobe indesign;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |