დეველოპერული კომპანია "BD Property" აცხადებს ვაკანსიას კონსიერჟის პოზიციაზე პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "თბილისი გარდენს".
http://tbilisigardens.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი დახმარება და პროცესების კოორდინაცია;
** ვიზიტორთა ინფორმაციის გადამოწმება და გადამისამართება;
** შენობის ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების მართვა საოპერაციო მენეჯერთან ერთად;
** ტექნიკური და დასუფთავების პერსონალის უშუალო მენეჯმენტი ადგილზე ნებისმიერი გადაუდებელი საკითხის შემთხვევაში;
** ლობი და სხვა საერთო ადგილების კონტროლი, რათა შენარჩუნებული იყოს სისუფთავე;
** დღეში ერთხელ შენობის, საბავშვო მოედნის, ეზოში საკონტროლო შემოვლის გაკეთება და დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის დავალების მიცემა;
** საკონფერენციო დარბაზების ჯავშნების წარმოება;
** შემოსული ფოსტის/პაკეტების/კომუნალური ქვითრების მიღება და დამუშავება;
** მაცხოვრებლების მიერ წამოჭრილი ყველა საჩივრისა აღრიცხვა და უკუკავშირი;
** მენეჯმენტისთვის ყოველდღიური/ყოველკვირეული წერილობითი ანგარიშგება.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** სავალდებულოა ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი (თვეში 10-11 დღე, 3 დღეში ერთხელ 08.00-22.30)
ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები
სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა
მისამართი: ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა # 10, "თბილისი გარდენსის" მთავარი შენობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@tbilisigardens.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.