კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
** შიდა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** მომარაგების კონტროლი, სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა.
** ჰიგიენის ნორმების, თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა.
** ბუღალტრისთვის საჭირო ფინანსური დოკუმენტების მომზადება/ მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@piatto.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!