კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" შვილობილი კომპანიისთვის (სელბაი ლიმითედი - რომელიც წარმოადგენს შესყიდვების, ლოჯისტიკისა და საწყობის მართვის აუთსორს კომპანიას) აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო შესყიდვების მართვა კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** წარმოების გეგმის მიხედვით შესასყიდი პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
** შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
** თანამშრომლობა საბაჟო აგენტებთან;
** მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სწრაფი ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
ბენეფიტები:
** ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge; გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი". კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს